ურეკი-შეკვეთილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა 15 ივნისიდან დაიწყება.
პროექტის ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს.
თემასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სამშენებლო კომპანია „ფერი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები უკვე ადგილზეა.
ტურისტული სეზონის დაწყებამდე დაიწყება წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარების მოწყობა. სეზონის დასრულებისთანავე სამშენებლო კომპანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს.
შეხვედრას სამშენებლო კომპანია „ფერი“-ს ურბანული მომსახურების პროექტის მენეჯერი ალექსანდრე რიჩკოფი ესწრებოდა.
(R)