ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გოჩა ძიმისტარაშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ 1 ივნის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
_ ვითხოვ ბათილად ცნოს სასამართლომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის # 42 განკარგულება, ამავე დღეს შედგენილი საკრებულოს სამანდატო, საპრეცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის 2015 წლის 4 მაისის # 11 სხდომის ოქმი, _ გვითხრა ძიმისტარაშვილმა, რომლის თქმით, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენას და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებასაც ითხოვს.
დავის ფაქტობრივი გარემოებებში აღნიშნულია, რომ ძიმისიტარიშვილს მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რასაც მისივე თქმით საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც ადასტურებს.