https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოტყუებული“ ეროსი მანჯგალაძე

14:06; 6.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. გაგახსენებთ. 1981 წლის 13 მაისის ღამეს მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოფენილი. 34 წელი გავიდა იმ საღამოს შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ის სიხარული და სახალხო ზეიმი საქართველოში აღარ განმეორებულა.

დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კონსტანტინე შანიძე იქნება.

„კოსტია ბიძიას“ ქართველი გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. თბილისის „დინამოს“ სტადიონის მუდმივი სტუმრები ამ პიროვნებას ფოტოაპარატით ხელში ყოველთვის სარბენ ბილიკებზე ხედავდნენ. ბატონი კონსტანტინე რამდენიმე სახალისო ამბავს გაიხსენებს.

„ვისაც ბილეთი სჭირდებოდა, ყველა მე მეძებდა. მეც ნემსის ყუნწში ვძვრებოდი. ერთხელაც ეროსი მანჯგალაძე მელოდება, ასე იცოდა ცხონებულმა, ბილეთი რომ დაჭირდებოდა, სტადიონზე გამოივლიდა და დაიძახებდა – მომიძებნეთ ყოვლისშემძლე კოსტიაო!

მივედი და მოვატყუე, ბილეთები კი მაქვს (ჯიბეში მედო!), მაგრამ დიღმის ბაზაზე დამრჩა და წავიდეთ მოვიტანოთ-მეთქი. ჩავჯექით მანქანაში, მივდივართ და ეროსის ვეუბნები – მოდი სანამ მივალთ, ვითომ დღევანდელი რეპორტაჟი მიგყავს-მეთქი. ავარდა ეროსიც პატარა ბიჭივით (ბილეთებს ელოდება!) და დაიწყო: ყურადღება! ყურადღება! დღეს თბილისის „დინამოს” სტადიონზე… კარგა ხანს ვალაპარაკე, დიღმის ხიდს რომ მივუახლოვდით, სიცილი ვეღარ შევიკავე და ამოვიღე ბილეთები! უხ შენი კოსტია, შენც გამყიდეო, გადაიქნია თავი…“

„1937 წელს თბილისში ლეგენდარული ბასკები ჩამოვიდნენ! ვაგზალთან დავხვდი და დავიწყე სურათების გადაღება. განსაკუთრებით ეჩებერიას ვუღებდი, ბორის პაიჭაძემ მომატყუა – მეგრელიაო და ვაჩხაკუნე და ვაჩხაკუნე აპარატი. ვარჯიშის დროს მისი დარტყმული სტადიონის რკინის მოაჯირს მოხვდა და გასკდა ბურთი.

თბილისის ამბავი ხომ იცით? იმწამსვე ჭორი წავიდა ქალაქში, ესენი ვინ ჩამოვიდნენ – დარტყმით ბურთებს ხეთქავენო!!! მთელი თბილისი სტადიონისკენ დაიძრა, ყველას უნდოდა თამაშზე დასწრება! მესამე იარუსი ჯერ არ იყო დამთავრებული “დინამოს” სტადიონზე და სულ ოთხი მილიციელი იცავდა ამხელა პერიმეტრს, უწესრიგობა აზრადაც არავის მოსვლია, არავინ დამჯდარა დაუმთავრებელ ტრიბუნაზე“.

„1951 წლის სეზონის წინ „დინამო” ტრადიციულად ლესელიძეში ემზადებოდა. იქ უამრავი გუნდი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან და თავისუფალ დროს სხვადასხვა გასართობს იგონებდნენ. ერთხელ დინამოელებს „ოტელო” დაუდგამთ: მიშა ჯოჯუა ოტელო იყო და ნიკოლოზ თოდრია კი, დეზდემონა. მოვიდა ფინალური სცენა და ჯოჯუა ახრჩობს თოდრიას, ის კი იძახის რუსულად – „ია ნე ტაკაია!” და უძალიანდება ჯოჯუას. ამ ბღლარძუნში ფეხი აეწია ზემოთ და „დინამოს” ემბლემიანი „ტრუსიკი” არ გამოუჩნდა?!! დაიხოცნენ დამსწრე ფეხბურთელები სიცილით!“

„ახალგაზრდობაში ხშირად ვეტრფიალებოდი ქალებს და ერთხელაც ლამაზი რუსის გოგო გავიცანი. დავუნიშნე შეხვედრა სტადიონზე და თანაც ვუთხარი – სტადიონის დირექტორი ვარ, უბრალო მუშა არ გეგონო-მეთქი! მოსულა ის ქალი სტადიონზე და დირექტორის კაბინეტში ვუკითხივარ… ნაღდი დირექტორი, ბორია პაიჭაძე მიმხვდარა, რაშიც იყო საქმე და არ გავუთქვივარ – მობრძანდით, ახლავე მიგიყვანთ დირექტორთანო. ამ დროს ბოძზე ვარ ასული, გამურული ვარ, მანტიროვკა მიჭირავს და მავთულებს ვაერთებ… ა, ბატონო, დირექტორიო, – უთქვამს ბორიას…“

ჩვენი „სპორტული მოგონებების“ შემდეგი სტუმარი ბატონი ჯემალ ზეინკლიშვილი იქნება, რომელიც ჩვეული იუმორით რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს და საკუთარ თავს გადამხდარ რამდენიმე „უჩვეულო“ შემთხვევას მოგვიყვება.

„1964 წლის პირველ ივლისს მოსკოვში, „ტორპედოსთან” ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა, 1:1 არის ანგარიში, ჩვენგან სიომამ შეაგდო გოლი, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავთ, ფრე გვაწყობს, „ტორპედო” კი გააფთრებით გვიტევს, იციან, ამ ქულის დაკარგვა შესაძლოა ბოლოს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეთ…

მატჩის ბოლო წუთზე ვალენტინ ივანოვმა, რომელიც საოცარი ფეხბურთელი იყო, წამოიღო ბურთი, ზედიზედ ხუთი კაცი მოგვატყუა, ჩვენი სერგოც მოგვაყოლა ზედ, მივიდა კარის ხაზამდე და ის ისაა, მშვიდად უნდა შეაგოროს ბადეში, რომ… ავდექი და დავუსტვინე – მსაჯის სასტვენი კარგად მქონდა დამუღამებული… ივანოვი გაშრა, დაბნეულმა ბურთს ფეხი გადაატარა და მსაჯს მოსაკლავად მივარდა – ზა შტო სვისტიშ? მსაჯი კი, უფრო დაბნეული, მხრებს იჩეჩავს…

სერგომ იაზრა, კატასავით ზედ დაახტა ბურთს და ერთი წუთი არ განძრეულა… ამასობაში დროც გავიდა, მატჩი მართლა დამთავრდა, მსაჯმა მართლა დაუსტვინა თამაშის დამთავრებისა და ჩვენც ამოვისუნთქეთ! ასე გადავარჩინე ჩვენი კარი ნაღდ გოლს და ივანოვს ის გოლი რომ გაეტანა, მოგჭამა ჭირი ტაშკენტის მატჩმა – იმ მოგებით გაგვისწრებდა “ტორპედო” და ვეღარ დავეწეოდით, 5-6 თამაშიღა რჩებოდა ჩემპიონატის დასასრულამდე“.

„1959 წელს „დინამო“ ბელგიასა და საფრანგეთში გამეგზავრა. სამი თამაში გვქონდა პარიზში. შუა ტურნირია და ერთი ემიგრანტი მომადგა – წარმოშობით ბორჯომელი ვანო გელაშვილი, რომელიც ჰიტლერთანაც კი იყო ნამუშევარი. შემომიჩნდა: აქაურმა ქართველებმა დიდი პურმარილი გავაკეთეთ და იქნება სუფრაზე გამოეპარო თქვენს ხელმძღვანელობასო… ბიჭებს ვუთხარი, ვერავინ გაბედა წამოსვლა…

ვიშვირე ფეხი და მეორე სართულიდან გადმოვხტი – სუფრა მელოდება, რა გამაჩერებს?

შევედი ბრწყინვალე რესტორანში, დიდი სუფრაა გაშლილი. 24 კაცი უზის, ყველა ქართველი და სახეზე ხელი აქვთ აფარებული, ეშინიათ არ ვიცნო და კგბ-ს არ ვუთხრა! გაბრაზებულმა ვუთხარი – რისი გეშინიათ, ხომ 24 კაცი ხართ, 24 ცალი ჭიქა მომიტანეთ-მეთქი!

მოიტანეს, ავავსე ყველა და დავიწყე: კომუნისტების დედაც, სტალინის დედაც, ხრუშოვის დედაც, საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი! დავიწყე და 24 ჭიქა დავლიე!!! ყველამ ჩამოიღო სახიდან ხელი და პირი დააღო! წავიდა ქეიფი, მარა რა ქეიფი!!! ყველა დათვრა, მერე მთხოვეს, ერთი შენებურად დაუსტვინეო! ქართულ საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმში – „ჩხიკვთა ქორწილში“ რომ მაქვს გახმოვანებული ბულბული, ზუსტად ისეთივე სტვენა ავტეხე… ცრემლები წამოუვიდათ!

ერთმა მითხრა – დარჩი აქ, ზუსტად ერთ წელიწადში შენი სტვენის პატრონი მილიონერი გახდები, მე გაძლევ გარანტიასო! დამიჯდა ჭკუაში – ვრჩები მეთქი და ორი დღე არ გამოვფხიზლებულვარ! პარიზში კი დიდი ალიაქოთია – თურმე მთელი გუნდი და ხელმძღვანელობა მეძებს!

როცა გამოვფხიზლდი, პარიზელ ქართველებს ვუთხარი – მომენატრა საქართველო და მივდივარ-მეთქი! ვერაფრით გადამათქმევინეს და აეროპორტში ზედ გაფრენის წინ მიმიყვანეს, მთელი გუნდი მელოდებოდა.

მოსკოვში ტრაპთან დამხვდა უშიშროება – 8 წელიწად ციხეს მაძლევდნენ, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი სიხარულიძემ გადამარჩინა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3 თებერვალი, 2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3 თებერვალი, 2026

ყველაზე უარესი ფილმები

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აფხაზეთის ვირტუალური არქივი ava.ge შეიქმნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

11:28; 3.02.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:27; 3.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ადამიანები

10:10; 3.02.2026
ზაფრანი

ვინ ხდება საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

10:08; 3.02.2026
ზაფრანი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან

10:07; 3.02.2026
ზაფრანი

გახდომის საუკეთესო გზა

9:59; 3.02.2026
საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო