თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაზე, რომელშიც ასამდე ქალაქის მერი მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე განხილული იქნება ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი.
დავით ნარმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმში, სადაც საუბარი იქნება ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც დავით ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.