საქართველოს პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა.
_ ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და, რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ.
რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა.
ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია ძალიან მალე, _ განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა 12 საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.
ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა 10 ივნისს უნდა შეირჩეს. თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.