ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს.
აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპრპოექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.
"ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. კანონპროექტი, არათუ არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს", _ აღნიშნავს აბაშიშვილი.