მოკლული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის ქალიშვილი რუსულ მედიას საძულველ პროპაგანდაში ადანაშაულებს. როგორც მან BBC-სთან განაცხადა, რუსეთიდან გადასახლებაში წავიდა.
BBC-ის ინფორმაციით, ჟანა ნემცოვამ საფრთხეები შენიშნა, რაც მისი ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზი გახდა.
მისივე თქმით, რუსები ეწევიან გენოციდის პროპაგანდას. ასევე რუსულ პრესას ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი მოსკოვში თებერვლის თვეში მოკლეს. მკვლელობის ირგვლივ 5 ვარაუდია გამოკვეთილი. გამოძიებამ მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინა.