ზესტაფონის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზედა და ქვედა არგვეთის, ასევე სვირის დასახლების სოფლები, სადაც ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელმა ავტობანმა უნდა გაიაროს ერთმანეთს მოკლე გზით ვეღარ დაუკავშირდება და მოსახლეობას დამატებით 3 კილომეტრის გავლა მოუწევს.
როგორც "გურია ნიუსს" სოფლის მოსახლეობამ უთხრა, ავტობანის გასაკეთებლად, პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა, ისინი მშენებელ კომპანიას უფლებას არ მისცემენ სამუშაოები გააგრძელოს.
საქმე იმაშია, რომ ახლა, ზედა და ქვედა არგვეთის მოსახლეობა, ასევე სვირის დასახლება ერთმანეთს მოკლე გზით უკავშირდება. მოსახლეობას ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაჭრა უწევთ. თუმცა, ავტობანის გაკეთების შემთხვევაში, მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირება თერჯოლისა და ზესტაფონის ცენტრებამდე ჩასვლით და ზედმეტი 2,5 და 3 კილომენტრის გავლით მოუწევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" ვრცელ მასალას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.