ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუშავების სამუშაოთა ორგანიზების მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, ნამუშევრების სიმცირის გამო, საჭიროდ ჩათვალა გაეგრძელებინა კონკურსი კიდევ ერთი თვით.
როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, სულ 4 ვარიანტი შემოვიდა.
კომისიამ, აგრეთვე, მიიღო გადაწყვეტილება 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდოს გამარჯვებული კონკურსანტისთვის გათვალისწინებული თანხა.
კონკურსის გაგრძელებისა და თანხის გაზრდის თხოვნით სამუშაო ჯგუფი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, უახლოეს სხდომაზე მიმართავს.