"კუბოები და ვენოკები ევროპიდან" _ ამ სახელწოდების გვერდი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.
კუბოების არჩევანი დიდია _ საზაფხულო, საგაზაფხულო, საშემოდგომო და თქვენ წარმოიდგინეთ _ არა მხოლოდ მიცვალებულებისთვის.
ერთ-ერთ კუბოს ასეთი წარწერა აქვს: "კუბო რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროებისამებრ"
ამასთანავე, თურმე, კომპანია ზრუნავს "არამარტო კუბოს ხარისხსა და იდეალურ მომსახურებაზე, არამედ იმაზეც, რომ გასვენების დროს არ იყოს დიდი მწუხარება" და ამისთვის ორიგინალურ კუბოსაც გვთავაზობენ.
ამ შეთავაზებას სოციალური ქსელის მომმხარებლის გამოხმაურება მოჰყვა:
ოთო მულაძე: კონდენციონერი არ აქვს ?
კუბოები და ვენოკები ევროპიდან: სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არა.
David Tsiramua: სხვა ფერი არ გაქვთ? მიცვალებულს ყვითელზე ალერგია ჰქონდა…
კუბოები და ვენოკები ევროპიდან: დიახ, გვაქვს. ეს შეკვეთის გარეშე ჩამოვიდა და თქვენ ოფიციალურ შეკვეთას თუ გააკეთებთ ფერიც თქვენი სურვილისამებრ იქნება.
Beqa Shavladze: ვაკანსიები თუ გაქვთ? შემიძლია მიცვალებულ მოდელი ვიყო ახალი კუბოების დიზაინის გადაღებისას. ანდაც დაკრძალვისას სახე ჩამოვიხოკო. სანამ თმა მქონდა თმასაც ვიგლეჯდი კივილის თანხლებით"დიდუუუუუუუუუ". ასევე, ვაკეთებ ვიზებს დედამიწა სამოთხე.
Katerina Zhvania: სეზონური კუბოები თუ გაქვთ?
კუბოები და ვენოკები ევროპიდან: გვერდს გადახედეთ და ნახავთ. დიახ, გვაქვს.
კატერინა ბარათაშვილი: უკაცრავად და ამ ყველაფერსს ღადაობთ თუ მართლა ხდება?
კუბოები და ვენოკები ევროპიდან: მართლა ხდება.
Mery Qadagidze: ცოცხალს შეშურდება ისთი კუბოაა რაა…