სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ირაკლი ორაგველიძემ ანანურის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი კარის ფოტო გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კარი შეგნებულად არის დაზიანებული, რათა გაზის გამათბობელის გასანიავებელი მილის დამონტაჟება მომხდარიყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა.