დონეცკელმა წყვილმა მდინარე კალმიუსში ადამიანების სხეულის დანაწევრებული ნაწილები იპოვა, რომელთა შორის მოჭრილი თავებიც იყო. წყვილმა თავიანთი „აღმოჩენის“ ამსახველი ფოტოები 9 ივნისს სოციალურ ქსელ „ვ კონტაკტეში“ (https://vk.com/id247193863) გამოაქვეყნა. როგორც მათი კომენტარებიდან და ფოტოებიდან ჩანს, წყვილი პრო-რუსი სეპარატისტების რიცხვს მიეკუთვნება და ამ საშინელ სანახაობას სულაც არ შეუშფოთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე დღეს ე.წ. „დსრ“-ის „სპეცსამსახურებმა“ ადამიანების სხეულის დანაწევრებული ნაწილები მდინარიდან ამოიღეს.
წყარო: