ამ წუთებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ზედა და ქვედა არგვეთის, სვირის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ავტობანის მშენებლობის იმ მონაკვეთის ისე დაგეგმვას, რაც მათ სოფლებს ერმანეთისგან მოწყვეტს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მათი პროტესტი და დაგეგმოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.
“გურია ნიუსთან“ საუბარში მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ გათვალისწინებული არ იქნება მათი მოთხოვნა, სხვადასხვა აქციებით აქტიურად შეეწინააღმდეგებიან ავტობანის ამ მონაკვეთის მშენებლობას.
საპროტესტო აქციაზე, მოსახლეობასთან შესახვედრად დღეს პირველად მივიდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი; მოსახლეობას შეხვდნენ ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათი თქმით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები, თუმცა, შესაძლებელია თუ არა სამი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აგება, რასაც მოსახლეობა ითხოვს, ვერ აკონკრეტებენ.
“გურია ნიუსი“ მოვლენის ადგილას მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას მალე მიაწვდის მკითხველს.