ეკონომისტების აზრით, მალე მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა დაიწყება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღარ წამოვა.
საწვავისა და ბირჟებზე ფასების დაცემის ახალი ტალღის ნიშანი "მესამე მსოფლიოს" ქვეყნებში მასშტაბურ გაკოტრებათა სერია გახდება. ეს დასკვნა რუსეთის გლობალიზაციისა და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიტანეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 2009 წელს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების სხვა ქვეყნებისკენ მიმართვა მოახერხა. იმ პერიოდში ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღება სხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხერხდა.
ეკონომიკური ექსპერტების აზრით, მომავალი ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ძირითადად არაბულ, აზიის ნაკლებად განვითარებულ, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს შეექმნებათ.