11 ივნისს, მილიციამ დააკავა ოდესის ოლქის ქალაქ ტატარბუნარის მერი ვიქტორ შვეცი, რომელმაც, სამართალდამცავების მტკიცებით, ქრთამის სახით, 16 000 გრივნა აიღო. მან ეს თანხა მოთხოვა ერთ-ერთ მეწარმეს მიწის ნაკვეთის არენდით აღების ნებართვის სანაცვლოდ.
მერს ამ დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გასულ კვირას, სამართალდამცავებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, დააკავეს ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი, აგრეთვე, რამდენიმე მებაჟე და მესაზღვრე.
შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში კორუფციას აღმოფხვრიდა.