ჩოხატაურში, კინოთეატრ "გურიაში“ სამრევლო სკოლამ ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიება გამართა.
საღამოს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ცეკვებით, ლექსებითა და სიმღერებით ენაცვლებოდნენ, გურიის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე იოსები, სასულიერო პირები, პოეტები და სკოლის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
სკოლას 5-წლიანი ტრადიციისთვის წელსაც არ უღალატია და წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვა.
ნომინანტებისთვის საჩუქრები სამრევლოს სკოლის მეგობრებმა დააწესეს. მათ შორის იყო გურიის ახალგაზრდული გაზეთი 21-ს ქვევით, რომელმაც "წარმატებული მასწავლებლის“ ნომინაციაში გამარჯვებული ირმა ჯინჭარაძე დააჯილდოვა.
მეუფე იოსებმა "სკოლის ღირსება“ მაყვალა ჩლაიძე, კლასის საუკეთესო ხელმძღვანელი თამარ მინდაძე და წარმატებული მასწავლებელი თინათინ მათითაიშვილი დააჯილდოვა.
"სკოლის ღირსება" მეთორმეტეკლასელი თამარ ლომთათიძეც გახდა, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ დააჯილდოვა.
პოეტ ზურაბ გორგილაძის პრემია გადაეცათ: ანი პაიჭაძეს, აჩი წივილაშვილს, ნინი მგალობლიშვილს, ელენე მგალობლიშვილს, ნინო უშვერიძეს და ნინო ფოჩხუას.
დედა მარიამმა შორენა სირაძე, მარიამ სიხარულიძე, ნინო სალია და თამარ თედორაძე დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ _ მერი კვინტრაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, ვასილ სიხარულიძე, ნიკა ტყეშელიაძე და ქრისტინე კაკურია.
ნომინაციაში "ყველაზე სცენური“, გიორგი კვაჭანტირაძემ, კუკური მორთულაძემ და ანა პეპანაშვილმა გაიმარჯვეს.
უცხო ენაში მიღწეული წარმატებისთვის სალომე ანდღულაძე დააჯილდოვეს.
2014-15 სასწავლო წელს წარმატებული მოსწავლის ჯილდო ნინო ჩხიკვაძემ, მარიამ კალანდაძემ, მიხეილ მინდაძემ და საბა სიხარულიძე მოიპოვეს.
"აქტიური მკითხველი“ გიორგი პაიჭაძე გახდა.
ლიტერატურული პრემია "ზღვაურის“ ბრინჯაოს მედალი რევაზ ცინცაძეს გადაეცა. ზღვაურის დიპლომებით ანანო ჩხიკვაძე და ლოლა გოგოლაძე დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სამადლობელი სიგელები სკოლის მეგობრებს და გულშემატკივრებს გადაეცათ. მათ შორის იყვნენ გურიის ყოფილი გუბერნატორები _ რამაზ ნიკოლაიშვილი და გიორგი ჩხაიძე.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სკოლა სწორედ რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის დროს მისი დახმარებით გაიხსნა, გიორგი ჩხაიძემ კი გასულ წელს, საკუთარი სახსრებით ორი საკლასო ოთახი გაარემონტა.
ყოფილ გუბერნატორებს სამადლობელ სიგელებთან ერთად ხატებიც გადასცეს.
სიგელებით და ხატებით ასევე დაჯილდოვდნენ: გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, გამგებელი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია, ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს დეპუტატები: დავით გუდავაძე, ზვიად მამალაძე, რამაზ უჯმაჯურიძე, მაია პაიჭაძე, მარინა ბერაძე, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი მაია მელუა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნათია კალანდაძე, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე თამთა ჯანხოთელი და გურიის ახალგაზრდული გაზეთი „21-ს ქვევით“.