ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს. დღეს არგვეთისა და სვირის დასახლების მაცხოვრებლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უნდა შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრა გაურკვეველი მიზეზების გამო არ შედგა. როგორც “გურია ნიუსს“ გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე სავაურაუდოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე უნდა მოსულიყო, მაგრამ ის თბილისში იმყოფება და ზესტაფონში არ წასულა. დღევანდელი შეხვედრის შესახებ “გურია ნიუსს“ ადგილზე გუშინ განუცხადეს საგზაო დეპარტამენტის ქუთაისის წარმომადგენლობამ. პრობლემასთან დაკავშირებით მათ კომენტარი არ გააკეთეს და გვითხრეს: “ხვალ მობრძანდით და თბილისიდან ჩამოსულ წარმომადგენლებს შეხვდებით. ამ ხალხს 12 საათისთვის უნდა შევხვდეთ.“
არგვეთის მოსახლეობამ თბილისიდან ჩამოსასვლელ სტუმრებს ამ დრომდე ელოდება. ჩამოვლნენ თუ არა დეპარტამენტის წარმომადგენლები ზესტაფონში ამის შესახებ არც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იციან არაფერი.