სტიქიამ სოფლები ლისი და ტოდორეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. სოფელ ლისის ცენტრში ტოდორეთისკენ მიმავალ გზაზე დიდი ღრმულია გაჩენილი, რომელიც წყლითაა სავსე და სამანქანო გზა აღარ არის. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა სახლებში ღორღია შეტანილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე არც სამაშველო ბრიგადები, არც სპეციალური ტექნიკა და არც ადგილობროვი ხელისუფლება გამოჩენილა.
ადგილობრივები გაწმენდით სამუშაოებს საკუთარი ძალებით ატარებენ.