თბილისში, მდინარე ვერეს ხეობიდან საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილ 25-მდე ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში ეხმარება.
პარალელურად, ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, თბილისში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, დედაქალაქის ცენტრალური უბნების ნაწილი დაიტბორა; დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამ დრომდე მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია.