თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულ მოვლენებს Washingtonpost-იც ეხმაურება.
The Washingtonpost-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზოოპარკის 3 თანამშრომელი.
14 ივნისს ზოოპარკიდან გაიქცნენ ვეფხვები, ლომები, იაგუარები, დათვები და მგლები. გარეული ცხოველების ნაწილი პოლიციელებმა დააძინეს, ნაწილი კი იძებნება.
ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია და მაშველები ცდილობენ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების პოვნას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქალაქში მძიმე სიტუაციაა, ჩვენ მსგავსი არაფერი გვახსოვს.“
ძლიერი წვიმა საქართველოს დედაქალაქში შაბათს ღამე დაიწყო და კვირას დილით შეწყდა. თბილისის ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს, ამიტომ ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ცხოველებს საფრთხე შეუქმნა და იმსხვერპლა.
„მე ვერც კი წარმომედგინა ასეთი ტრაგედია, ზოოპარკი წყლით არის დაფარული“, – განაცხადა თბილისის ზოოპარკის პრესსპიკერმა მზია შარაშიძემ.
მისივე თქმით, ზოოპარკიდან სხვა მტაცებელ ცხოველებღან ერთად, რვა ლომი გაუჩინარდა. 17 პინგვინიდან კი ცოცხალი მხოლოდ 6 გადარჩა.
შარაშიძეს თქმით, რამდენიმე წლის წინ არსებობდა გეგმა ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეტანათ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა.