საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამ წუთებში სოფელ ლისში იმყოფება და ადგილობრივ ხელისუფლებას ხვდება.
ხუნდაძე სტიქიით დაზარალებულ სოფელს მას შემდეგ ესტუმრა, რაც სოფელში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" გაავრცელა.
ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ხუნდაძის და საგანგებო შტაბის წევრების შემთხვევის ადგილზე ჩასვლას იხოვდნენ.
_ მინდა გითხრათ, რომ მცხეთაში ვარ, სოფელ ლისში. ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, მოსახლეობა ერთად ვუმკლავდებით პრობლემას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის ხალხს დავეხმაროთ.
ახლახან ვესაუბრე ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას და რამდენიმე წუთით დამატებითი ტექნიკით დაგვეხმარება.
ყველაფერი კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად,“ _ გვითხრა ხუნდაძემ, რომელიც ტელეფონით თავად დაგვიკავშირდა.