საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, "სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს".
მისივე თქმით, ანალოგიური ვითარების განმეორების შანსი მაღალია, თუმცა თავის დაზღვევის გამო დღეს საღამოდან ხვალ დილამდე სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში შეწყდება.
"საღამოს მოსალოდნელია ნალექი მაგრამ არა იმ მოცულობით რაც იყო წუხელ. ხვალიდან უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული ანალოგიური განმეორდეს მაგრამ ამის შანსები არ არის დიდი. გვაქვს ინიციატივა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეწყდეს სამძებრო სამუშაოები და დილით განახლდეს. გუშინ სულ თბილისში 20 მეწყრული უბანი გმოვლინდა ყველაზე რთული მდგომარეობა კი წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით კონსულტაციები შს სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან გავიარეთ და გვაქვს სამოქმედო გეგმა", _ აცხადებს აგულაშვილი.