ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცხოველი თუ ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
_ ასეთი წყალდიდობის შემდეგ, ცხოველები კი არა ადამიანები დავკარგეთ. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია. კი ბატონო, მე ცხოველიც მიყვარს, მაგრამ ყველაზე მთავარი საზრუნავი ჩვენთვის არის ადამიანი.
ცხოველი თუ არის აგრესიული და წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად" _ განაცხადა პრემიერმა "იმედის კვირაში".
მისივე თქმით არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ რამდენიმე ცხოველი დამხრჩვალია:
_ ვინაიდან ტალახის მასა არის საკმაოდ დიდი, ჯერ ვერ ხერხდება მათი პოვნა. მაგრამ მთელი პოლიცია არის ჩართული, ყველა სამსახური და ვეძებთ ინტენსიურად ამ ცხოველებს. ბევრი ცხოველის გადარჩენა და უვნებლად დაბრუნება შევძელით ზოოპარკში, – განაცხადა ღარიბაშვილმა.