ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდიმ დღეს სამძიმარი გამოთქვა თბილისში შაბათ-კვირას მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო, რა დროსაც მინიმუმ თორმეტი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიკარგა.
"დღეს ეროვნული გლოვაა. მინდა გამოვხატო ჩემი დიდი სიმპათია ქართველი ხალხის მიმართ და გულწრფელად მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს; დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რათა დაეხმაროს საშინელი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს და მე მინდა, სოლიდარობის შეტყობინების გაგზავნა ევროპის საბჭოს ყველა წევრის სახელით საქართველოს მთავრობისა და ხალხისთვის: ჩვენი აზრები თქვენთანაა ამ რთულ დროს", _ აღნიშნულია სამძიმრის წერილში.