"მზიურში" მაშველებისა და მოხალისეების მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალია. მაშველების ვერსიით, გოგონა დაახლოებით 25-დან 30 წლამდეა.
როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი ჯერჯერობით არცერთ პროზექტურაში არ გადაუსვებნებიათ და ის "მზიურის" ტერიტორიაზე რჩება.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ამოსაცნობად "მზიურში" ივლიტა ჯიბუტის ახლობლები წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ივლიტა ჯიბუტს 13 ივლისის ღამის შემდეგ ეძებენ.