ლონდონში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც ქეთი მელუაც მიიღებს მონაწილეობას.
"მე მტკივა თბილისი" – ამ სახელწოდებით ლონდონში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო და გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ორგანიზებით მოეწყობა.
აქციის ფარგლებში 21 ივნისს დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი.
დაზარალებულთა დასახმარებლად მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ეკლესიის საბანკო ანგარიშით (HSBC Bank Sort Code: 40-06-25 , Account Number 21555138).
26 ივნისს კი გამოფენა-გაყიდვა, სადაც მონაწილეობას ქეთი მელუა და მისი მეგობრბები მიიღებენ. ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი უმასპინძლებს დაზარალებულთა დახმარების მსურველებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიყიდება ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები.
დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს საბჭოს წევრი მადონა ქობალია იგებს მონაწილეობას 19 ივნისს 9კ მარათონში სადაც შემოსული თანხა გადაეცემა სტიქიით დაზარალებულებს.
ლონდონში არსებული ქართული რესტორანი "თამადა" კი. გეგმავს საქველმოქმედო აქცია – წვეულებას
ღონისძიების პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში რესტორნის ვებ-გვერდზე.