ჩინეთში ძლიერმა წვიმამ და შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიისგან 5 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰუბეის და ჯიანგსუს პროვინციებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
წყალდიდობამ ასევე საცხოვრებელი სახლები დატბორა და დაანგრია. მაშველები ხალხის გამოყვანას ყელამდე წყლიდან ცდილობდნენ.
ინფორმაცია დაკარგულების შესახებ, ჯერ არ გავრცელებულა.