აშშ-ს სენატორებმა, ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია მომავალი ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონში.
პენტაგონის ფინანსური გეგმა, მიუხედავად თეთრი სახლის ფრთხილი პოზიციისა, მიღებულია. პენტაგონის 612 მილიარდიანი ხარჯების დამტკიცებას 71 სენატორმა დაუჭირა მხარი, 25 კი წინააღმდეგი წავიდა.
ახალი ფისკალური წელი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან იწყება.
კანონის პროექტში გათვალისწინებულია, რომ უკრაინას გაეწიოს დახმარება და მიეწოდოს 300 მილიონი დოლარი, რადარები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ეთანხმება კანონპროექტის ბევრ სხვა მუხლს, რომელიც არ უკავშირდება უკრაინას, და უკვე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.