აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მზარდი, მტრული, არასასურველი ქმედებების ფონზე, ნატომ საზღვაო წვრთნები დაიწყო. წვრთნის მიზანი სანაპიროზე საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფების გადასხმაში ვარჯიშია.
EURONEWS-ის ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს, მონაწილეობას 9 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი სამხედრო იღებს.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ, ჯარისკაცების 90-წუთიანი დემონსტრაცია, კრემლის მხარდაჭერით იყო მოწყობილი, რასაც მოსკოვში უარყოფენ.
საწვრთნელი სწავლების ყურების შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომას სეიმონიაკმა განაცხადა:
"რუსეთი არ უნდა შეფასდეს მარტო სიტყვებით, არამედ მისი ქმედებით. ამ ქმედებით გასული წლის მანძილზე ოპტიმისტური განწყობა არ დაგვიტოვა. ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში გახორციელებული ქმედებებით ევროპულ ერებს შიში ჩაუნერგა."
პირველი სამხედრო წვრთნა რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამხედრო ტექნიკის ბირთვული იარაღის არსენალს 40 ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა შემატა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ოთხშაბათს საკუთარი საჰაერო სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვართან განახორციელა. წვრთნის მიზანი მფრინავების მიერ მანევრირების უკეთ დაუფლება იყო.