სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე "არმია 2015" რუსეთმა წარმოადგინა ახალი თაობის იარაღი, რომელიც ბევრად აღენატება ადრე შექმნილს ანალოგებს _ ეს არის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ვერბა".
ექსპერტების თქმით, მიზნისკენ მიემართებიან სამსპექტრიანი ოპტიკური მძებნელის საშუალებით, რომელიც მუშაობს ულტრაიისფერ, ახლო ინფრაწითელ და საშუალო ინფრაწითელ დიაპაზონებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის სიზუსტეს და სიჩქარეს.
"ვერბა" რომელსაც შეუძლია "მოატყუოს" ანტისარაკეტო სისტემები, გამოირჩევა მსუბუქი წონით, რაც აადვილებს მის გამოყენებას. გარდა ამის, მისი გამოყენება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ ოსტატობას.
რუსეთი აპირებს "ვერბა" ექსპორტზე გაიტანოს, რაც ექსპერტების თქმით, პოტენციურად სახიფათო ქმედებაა: "არიან უამრავი არარეგულარული ფორმირებები და ტერორისტული ჯგუფები, რომლებსაც სურთ, ხელში ჩაიგდონ მსგავსი იარაღი, რომ ზიანი მიაყენონ აშშ-ს და მის მოკავშირეებს", _ წერს გამოცემა "Business Insider".
უკრაინული პრესის ცნობით, "ვერბა" შეამჩნიეს დონბასში რუსულ ტერორისტულ სამხედრო დაჯგუფებებში.