დეტროიტში ბავშვის დაბადების დღის წვეულებაზე ატეხილი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაჭრილია.
CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს ღამე წვეულებაზე მოხდა, სადაც 300 ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციის ვარაუდით მომხდარი წინასწარ დაგეგმილი იყო. რადგან 20 წლის ბიჭი, რომელიც წვეულებაზე ატეხილი სროლის დროს დაიღუპა, 1 თვით ადრე დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 დაშავებული ისევ საავადმყოფოში იმყოფება.
სამეზობლო პოლიციას გამოძიებაში არ ეხმარება. ამიტომ მათ პოლიციელებმა მიმართეს:
"თუ თქვენ არაფერს მოიმოქმედებთ, ამით ხელს შეუწყობთ კრიმინალის ზრდას. ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით. ახლა შიშის დრო არ არის. ესენი ტერორისტები, ვინც კარგს არაფერს გააკეთებენ“, _ აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
პოლიცია მიტოვებული წითელი მანქანის მეპატრონეს ეძებს, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იპოვეს, საიდანაც შესაძლოა გასროლა განხორციელებულიყო.