13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა ამბობს, რომ ოჯახმა ამ დიდი უბედურების დროს საქართველოს კათალიკოს პატრიარქისგან უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო.
"პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით ნუგეში გვცა, მოგვეფერა… პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით… არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო.
ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს, არც მე მეღირსება. ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!" _ ამბობს მამა გიორგი (ჯიბუტი) "გურია ნიუსთან" საუბრისას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი ოჯახის ტკივილი გაიზიარა, მადლობას უხდის.