უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა 28 მოსამართლით განისაზღვრება.
სწორედ ეს რაოდენობა არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
"დღევანდელი მდგომარეობით, პლენუმი, გაუგებარია, რა კრიტერიუმით წყვეტს, რამდენი მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში. ჩვენ კი ამ რეფორმით ვთავაზობთ პლენუმზე არ იყოს ეს საკითხი მიტოვებული და კანონის სახით დადგინდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰყავს 28 წევრი", _ განაცხადა იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პლენუმი აღნიშნულ რაოდენობას ვერ შეცვლის.
ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში ახლა 16 მოსამართლეა.