რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე არსებულ აკრძალვას მოხსნის.
ამის მიზეზად ამერიკის ლიდერი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას ასახელებს.
ობამამ განაცხადა, რომ განიხილავს პოტენციური საბადოების დამუშავების პერსპექტივებს ცენტრალურ და სამხრეთ ატლანტასა და მექსიკის სრუტეში. თუმცა, ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი ზონები, როგორიც თუნდაც ალასკაა, კვლავ ხელშეუხებელი დარჩება.
ამჟამად არსებული კანონებით, აკრძალვები ატლანტის ოკეანის სანაპიროს, მექსიკის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილსა და ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროს ეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ინიციატივა უკვე გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, როგორც ძალიან უმნიშვნელო და ეკოლოგებმა, როგორც – ძალიან საშიში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის საბადოების 80 პროცენტის გამოყენებაზე მორატორიუმი კონგრესმა ჯერ კიდევ 1981 წელს შემოიღო, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა 1990 წელს გააფართოვა.