თბილისში 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკარგული ზოლებიანი აფთარი ნაპოვნია. ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" ადასტურებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
აფთარი ზოოპარკის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, თუმცა ის თავის გალიაში არ უპოვიათ. "აფთარი ვიპოვეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე ვერ შევდიოდით. მისი პოვნა ამ ადგილების დასუფთავების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ბეწვი შენარჩუნებული არ აქვს, თუმცა თავის ფორმისა და ყურების სიგრძის მიხედვით, ეჭვგარეშეა რომ ეს ის აფთარია, რომელსაც ვეძებდით."_ ამბობს გურიელიძე.
გურიელიძე აცხადებს, რომ შლამის გატანა და ვოლიერების გაწმენდა თითქმის დასრულებულია. ყველა ვოლიერი გასხნილია. მხოლოდ ვოლიერებს შორის გასასვლელებია გასაწმენდი.
ჯერჯერობით გაქცეული ვეფხვის პოვნა ვერ ხერხდება და მისი ძებნა კვლავ გრძელდება. ზოოპარკის დირექტორი აღნიშნავს, რომ თავადაც ჩართულია სამძებრო სამუშაოებში.
ამ ეტაპზე იძებნება მხოლოდ ერთი ცხოველი- უსურიული(წითელი) ვეფხვი.