აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ვროპის პირველ თამაშებზე, 26 ივნისს საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპული თამაშების ჩემპიონი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა.
მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში მიმდინარე შეჯიბრებაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონეთის ნაკრების წევრი ევგენი სალეევი და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა სუფთა გამარჯვებებით დაამარცხა, ასევე იპონით სძლია ნახევარფინალში გერმანელ სვენ მარეშს, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ივან ნიფონტოვს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში (1-1 ვაზარებით) შიდოს უპირატესობით აჯობა.