ცოტა ხნის წინ ევროპის ბანკებში სტრეს-ტესტების ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთმა ბანკმა ვერ შეძლო მათი ჩაბარება.
კომპანია "გოლდმან საჩის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტესტები ევროპის 91 ბანკში ჩატარდა, აქედან ათმა მათი ჩაბარება ვერ შეძლო.
"გოლდმან საჩის" ექსპერტებმა 376 გრძელვადიანი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდების წარმომადგენლები გამოკითხეს, რომელთაც დაადგინეს, რომ ევროპის ბანკების უმეტესობას საკუთარი კაპიტალის გაზრდა მოუწევს, რათა მომავალში კრიზისის განმეორება თავიდან აიცილონ.
ამჟამად ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ერთი ბანკის სახელწოდება, რომელმაც სტრეს-ტესტი ვერ ჩააბარა – გერმანული "ჰიპო რეალ ისტეიტი". ის ადრე გერმანიის ხელისუფლების მიერ იქნა ნაციონალიზებული.
როგორც "დოუ ჯონს ნიუს საიერის" ექსპერტები აცხადებენ, გარდა ამ ბანკისა, საფრთხე ემუქრება კიდევ ორ გერმანულ ბანკს – "ნორდდოიჩე ლანდსბანკსა" და "მიუნხენერ ბაიერიშ ლანდსბანკს". სარწმუნო წყაროების ცნობით, ორივე მათგანის კაპიტალი 7 პროცენტით უფრო ნაკლებია, ვიდრე ამას საერთო ევროპული სტრეს-ტესტი მოითხოვს.
სულ სტრეს-ტესტებში 14-მა გერმანულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა აქტივები ევროპის საერთო ბანკების აქტივების 65 პროცენტს შეადგენს. საერთო ჯამში, ევროპული ბანკების უმეტესობამ სტრეს-ტესტები წარმატებით გაიარა.