13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში აქტიურად მიმდინარეობს.
პარალელურად მიმდინარეობს წიგნების შემოტანაც, რომელიც სათითაოდ ირიცხება. ამ დროისთვის 300-ზე მეტი წიგნია მიღებული.
"გურია ნიუსის“ საქველმოქმედო ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ შემოწირული თანხები დღეის მდგომარეობით ასეთია:
ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა _ 110 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი; ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ _ "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის".
შეგახსენებთ, რომ ივლიტას ბიბლიოთეკა 19 ივლისს, ივლიტას დაბადების დღეზე უნდა გაიხსნას, ამიტომაც სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ჩოხატაურელი ახალგაზრდები სარემონტო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები და მესამე დღეა თავდაუზოგავად შრომობენ.
შემოგვიერთდით _ ერთად გავაკეთოთ "ივლიტას ბიბლიოთეკა“!