საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით არაფერია იმაში უჩვეულო, რომ მას ყოფილ პრემიერთან ბიძნა ივანიშვილთან კომუნიკაცია აქვს:
_ წლების განმავლობაში ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა.
ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო – მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, არჩევნების გზით შეცვალა "ნაციონალების" ხელისუფლება.
ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქმედი პრემიერები და პრეზიდენტები რჩევებსა და კონსულტაციებს იღებენ ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერებისგან, მათთან ერთად მსჯელობენ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა, _ განაცხადა ღარიბაშვილმა "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში".