საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვახტანგ (ბაჩუკი) ჟორდანია და "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც უწყებაში განმარტეს ავტომანქანა კედელს შეეჯახა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.