ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა.
BBC-ის ინფორმაციით, ლაინერი დღეს ქალაქ მედანში აფრენიდან 2 წუთში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია ჩამოვარდნამდე მფრინავი აეროპორტის სადისპეტჩეროს დაუკავშირდა, ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა და უკან დაფრენა მოითხოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან ვერ მოახერხა თვითმფრინავის უვნებლად დაშვება. ის ჩამოვარდნის მომენტში რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერში 113 ადამიანი იმყოფებოდა. 50-მდე დაღუპული ქალაქის საავადმყოფოში უკვე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ და დაღუპულთა თვითმფრინავიდან ამოყვანა გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მოსალოდნელია დაღუპულთა რაოდენობამ 100 კაცს გადააჭარბოს.
საჰაერო ძალების მეთაურმა შემთხვევის ადგილი მოინახულა და როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, თვითმფრინავში მყოფი 113 მგზავრიდან ვერცერთი გადარჩებოდა.