დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიკრიბა სიმბოლოების შემუშავების მიზნით შექმნილი საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელმა დიმიტრი კვერღელიძემ წარმოადგინა კონკურსის მონაწილე იმ 12 ავტორის ნამუშევრები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შექმნაში. მათ შორის, ზოგიერთს ორი ან სამი ნამუშევარიც ჰქონდა წარმოდგენილი სხვადასხვა ვარიანტით
. როგორც ცნობილია, ჰერალდიკის საბჭომ ერთხელ უკვე დაიწუნა წარდგენილი ესკიზები და ამჯერად დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკითხს.
საბოლოოდ, სამი ავტორის ნამუშევრები შეარჩიეს და გაუგზავნეს ჰერალდიკის საბჭოს. პასუხს დღესვე ელოდებიან. თუ ვინ გახდება გამარჯვებული ავტორი, რომლის ესკიზის მიხედვითაც შეიქმნება ოზურგეთის გერბი და დროშა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.