ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის" კომისიაში შევიდა საკრებულოს წევრის ელგუჯა ჩხაიძის განცხადება ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე. საუბარია ფრაქცია "ლანჩხუთი – ევროატლანტიკური მომავლისათვის" შექმნაზე, რომლის თავმჯდომარე სწორედ ჩხაიძე იქნება, ხოლო წევრები გია გოგუაძე და კახა ასკურავა.
გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს თავად ელგუჯა ჩხაიძეც:-
"დიახ, მივიღეთ გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ღირებულებებისა და ფასეულობების ირგვლივ გავერთიანდეთ ოპოზიციური ძალები და შევქმნათ ახალი ფრაქცია".
ცნობისათვის, ელგუჯა ჩხაიძე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე გახლდათ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფრაქციიდან ერთი წევრის გასვლის შემდგომ მას უფლებამოსილება შეუწყდა. რაც შეეხება გოგუაძესა და ასკურავას, ისინი საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდნენ და აქამდე არც ერთი ფრაქციის წევრები არ ყოფილან.