ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოები გრძელდება. მოხალისეებს, რომლებიც მერვე დღეა თავდაუზოგავად მუშაობენ ახალგაზრდები ყოველდღე ემატებიან. ირაკლი ბენდელიანი, დათო მეგრელიშვილი, კოკა მდინარაძე, ნოდარ მეგრელიშვილი და პროექტ "საქართველოს მოხალისეს” მონაწილე ნიკა კუტალაძე სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობენ.
ასევე, მთელი დღეა სამუშაოებში გვეხმარებიან "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის თანამშრომლები და ხელმძღვანელი ვანო ჭარბაძე.
სამშენებლო სამუშაოებში კონკულტაციებს გვიწევს შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა.
პარალელურად შემოდის შემოწირულობები: დღეის მდგომარეობით "გურია ნიუსის" საქველმოქმედო ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" შემოსული თანხები ასეთია: ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო _ 110 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი; ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი; თეა ბაიაჯანი _ 30 ლარი; მიხეილ ნიშნიანიძე _ 50 ლარი; შპს "ჩოხატაურის ავტოსერვისცენტრი" _ 100 ლარი; დავით შვანგირაძე _ 50 ლარი; დაბა ჩოხატაურის ადმინისტრაცია _ 50 ლარი; ნონა ჯიბლაძე _ 30 ლარი; მარიეტა ციმაკურიძე _ 10 ლარი.
მაია გიორგაძემ 20 ლიტრი საწვავის ტალონი (ევრო რეგულარი) მოიტანა, ედიშერ მამალაძემ კი 410 ლარის ღირებულების ელექტროგაყვანილობა გადმოგვცა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გოჩა გათაშვილმა და "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლებმა რევაზ დევიძემ და ირაკლი ვასაძემ მოხალისეებს საჭმელი მოუტანეს.
ბიზნესმენმა მერაბ ვასაძემ მის კუთვნილ სამშენებლო მაღაზიაში სამშენებლო სამუშაოების შეძენისას 50-ლარიანი ფასდაკლება გაგვიკეთა.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.