ე.წ. „რესპუბლიკა კაზანტიპის“ დამაარსებელმა ნიკიტა მარშუნოკმა ქართველი ხალხის მიმართ ლანძღვა არ დაიშურა. მარშუნოკმა სოციალურ ქსელში ქართველები სასაცილო, საცოდავ და ველურ ხალხად მოიხსენია. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ანაკლიაში ნაგავთან ერთად დასუფთავების აქციას, „კაზანტიპის“ ფესტივალის სიმბოლო-მემორიალიც „შეეწირა“.
გარდა ამისა სალანძღავი სიტყვები მარშუნოკმა ყოფილი თანაშემწის გიორგი სიგუას მიმართაც არ დაინანა. მარშუნოკმა სიგუა „პედერ***ად“ მოიხსენია, რომელმაც მემორიალის აღების ბრძანება გასცა და ახლა თავისი საქციელით ამაყობს.
მარშუნოკის განცხადებებს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. მის გვერდზე ქართველთა მასობრივი აქტიურობის შედეგად მარშუნოკმა თავდაპირველი განცხადება შეცვალა და აცხადებს, რომ მისი ლანძღვა კონკრეტულ ქართველებს ეკუთვნოდა.