ესპანეთის ქალაქ პამოლონაში ყოველ წელს "სან ფერმინის" დღესასწაულს აღნიშნავენ, რომლის ძირითად ნაწილს, ქუჩაში თავისუფლად გაშვებული ხარები წარმოადგენს.
BBC-ის ინფორმაციით, წელს გამართულ დღესასწაულზე ხარმა 3 ტურისტს ურქინა, ასევე არიან დაშავებულები, რომელთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, ფესტივალში, რომელიც კვირის განმავლობაში გრძელდება და სხვადასხვა ფოლკლორული ღონისძიებებს მოიცავს, მონაწილეობას მილიონზე მეტი ადამიანი იღებს.