თბილისის მერიაში არქეოლოგიური საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული 4 განაცხადი განიხილეს.
არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 1 ივლისს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად 1 კვირა მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში 4 პროექტი შევიდა: "შახტახტის", თბილისის წმ. ორმოც სებასტიანელთა ტაძრის, "საჯოგის ნასახლარისა" და "თრელიგორების ნასახლარის" ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიის წევრების თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პროექტი დაფინანსდება.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტებით დედაქალაქის ისტორიის ჯერ კიდევ უცნობი დეტალები გახდება ცნობილი. ამასთან, ხელს შეიწყობს ტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
ნარმანიას ინფორმაციით, არქეოლოგიურ კვლევებში სტუდენტები და დოქტორანტები ჩაერთვებიან, რაც მათ პროფესიულ ზრდას ხელს შეუწყობს.
არქეოლოგიური საბჭო მომდევნო კვირას შეიკრიბება და პროექტების დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისის არქეოლოგიური საბჭო 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების რაოდენობის ზრდაა.