ინდოეთის ქალაქ რაჯაჰმუდრში, ტრადიციულ განბანვის ფესტივალის პირველივე დღეს 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა.
THE WASHINGTONPOST −ის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 24-მილიონამდე ადამიანი იღებდა, რომლებიც მდინარე გოდავარში განსაბანად სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ.
პოლიციის ცნობით, აჟიოტაჟი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა, რამდენიმე მომლოცველმა გამოიწვია.
ისინი ფეხსაცმლის აღებას ცდილობდნენ, რომელიც ერთ-ერთმა მომლოცველმა მდინარის პირას დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს სიტუაციის გასაკონტროლებლად საათზე მეტი დასჭირდათ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარედა მონდიმ, დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება სოციალურ ქსელში გამოთქვა.
როგორც ცნობილია, ინდოეთში განბანვის დღესასწაულს 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით აღნიშნავენ. დღესასწაულის მონაწილეებს სჯერათ, რომ მდინარეში განბანვით მათ ცოდვები მიეტევებათ.
2013 წელს დღესასწაულს 110 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის უმეტესად ქალები და ბავშვები იყვნენ.