"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, კომპანიის შესაბამისი სამსახურები გლდანის რაიონში არიან მობილიზებული.
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.
"დღეს, 14 ივლისს, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით", _ ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.
გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ორს ნანგრევებში ეძებენ, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.