თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს.
"გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი ციფრი – ის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა თუ ჩვენ აქ შევიყვანთ, მათ შორის, ზოოპარკის გადატანის ხარჯებს, ავა 200 000 მილიონზე", _ განაცხადა ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.